Tuesday, March 29, 2016

ინტელის პროექტი

მოზარდი და ქუჩა

კურსის რეფლექსია


  გავეცანი ინტელის სასწავლო პროექტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს. ტრენინგის მოდულებს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა.
   შევქმენი საქაღალდეები, რაშიც განვათავსე შემდეგი რუბრიკები; 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი, პორთფოლიოს რუბრიკა და სხვა.
   გავეცანი პრეზენტაციებისა და ბუკლეტების აწყობის ტექნიკას, რის საფუძველზეც შევქმენი სლაიდები და მოსწავლის ნამუშევრები,კერძოდ, გაზეთი.
განვიხილე ეროვნული გეგმის სტანდარტები, ამოვიწერე ჩემი  პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. დავისახე პროექტის სასწავლო მიზნები და შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
  გავეცანი შეფასების სქემებსა და ნიმმუშების საფუძველზე შევქმენი ჩემს თემაზე მორგებული შეფასების რუბრიკები.
  ვისწავლე ინტერნეტიდან ბლოგებზე სურათებისა და ინფორმაციის გადმოტანა და ტრენინგზე შექმნილი პორტფოლიოს ბლოგზე განთავსება.
   მიღებული ცოდნა დაგვეხმარება სასწავლო პროექტების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმვაში,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სრულყოფაში, რაც ხელს შეუწყობს მათში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.