1. პროექტის სახელწოდება: იავნანა
2. პროექტის მთავარი იდეა: იავნანა ქართულ, ხალხურ პოეზიასა და მსოფლიო მაშტაბით
3.პროექტის აქტუალობა: მეტი ინფორმაციის მიღება ქართულ და უცხოურ ,,იავნანას’’ შესახებ
4. პროექტის მიზანი: ქართული და მსოფლიო იავნანას მსგავსებისა და განსხვავების ანალიზი, სინთეზი, შედარება, შეფასება და განსჯა
5. მონაწილეთა ასაკი:
მე-5 კლასი
6. ვადები, ხანგრძლივობა: 10 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ : პრობლემის გამოკვეთა, არსებული ინფორმაციის, გამოცდილების შეგროვება პრობლემასთან დაკავშირებით, პრობლემის გადაჭრის (შემოქმედებითი, არაორდინალური გადაწყვეტის) გზების ძიება.
8. საჭირო რესურსები: მე-5 კლასის სახელმძღვანელო -ქართული ენა და ლიტერატურა, კალმები, მარკერები, ფოტო-აუდიო-ვიდეო აპარატი, საპრეზენტაციო პლაკატები,კომპიუტერი, აუდიო ვიდეო დისკები, საბავშო აკვანი,თოჯინა
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად.
· აქტივობა პირველი:1 ჯგუფს ეძლევა დავალება,მოიძიონ მასალა-იავნანა ქართულ მწერლობაში, 2 ჯგუფი იძიებს მასალას -იავნანა ქართულ ფოლკლოღში, ხოლო მესამე -იავნანა მსოფლიო მაშტაბით.
· აქტივობა მეორე: დაახარისხონ და გააკეთონ ანალიზი წარმოდგენილ მასალებზე.
· აქტივობა მესამე: საპრეზენტაციო პლაკატების საშუალებით თითოეული ჯგუფი გაგვაცნობს მოძიებულ მასალას.
· აქტივობა მეოთხე ბავშვები შეეცდებიან თვითშემოქმედებით(სიმღერით,ლექსით) წარმოადგინონ იავნანა
10.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ და გუნდურ მუსაობას, კომპიუტერით ინფორმაციის მოძიებას, ეძლევთ მოტივაცია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა,რაც ხელს შეუწყობს მათი წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის ამაღლებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
11. შეფასება: ურთიერთშეფასება, მასწავლებლის შეფასება
13.
ხელმძღვანელის ვებ-გვერდი:
dalaqishvili1958@gmail.com