Thursday, December 19, 2013

სასწავლო პროექტი - "იავნანა"

1. პროექტის სახელწოდება:ავნანა
2. პროექტის მთავარი იდეა: იავნანა ქართულ, ხალხურ პოეზიასა და მსოფლიო მაშტაბით
3.პროექტის აქტუალობა:  მეტი ინფორმაციის მიღება ქართულ და უცხოურ ,,იავნანას’’ შესახებ                                                                                                                       
 4. პროექტის მიზანი: ქართული და მსოფლიო იავნანას მსგავსებისა და განსხვავების ანალიზი, სინთეზი, შედარება, შეფასება და განსჯა
5. მონაწილეთა ასაკი: მე-5 კლასი
6. ვადები, ხანგრძლივობა: 10 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეებს განუვითარდებათ : პრობლემის გამოკვეთა, არსებული ინფორმაციის, გამოცდილების შეგროვება პრობლემასთან დაკავშირებით, პრობლემის გადაჭრის (შემოქმედებითი, არაორდინალური გადაწყვეტის) გზების ძიება.
8. საჭირო რესურსები: მე-5 კლასის სახელმძღვანელო -ქართული ენა და ლიტერატურა, კალმები, მარკერები,  ფოტო-აუდიო-ვიდეო აპარატი, საპრეზენტაციო პლაკატები,კომპიუტერი, აუდიო ვიდეო დისკები, საბავშო აკვანი,თოჯინა
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად.
·         აქტივობა პირველი:1 ჯგუფს ეძლევა დავალება,მოიძიონ მასალა-იავნანა ქართულ მწერლობაში, 2 ჯგუფი იძიებს მასალას -იავნანა ქართულ ფოლკლოღში, ხოლო მესამე -იავნანა მსოფლიო მაშტაბით.
·         აქტივობა მეორე: დაახარისხონ და გააკეთონ ანალიზი წარმოდგენილ მასალებზე.
·         აქტივობა მესამე: საპრეზენტაციო პლაკატების საშუალებით თითოეული ჯგუფი გაგვაცნობს მოძიებულ მასალას.
·         აქტივობა მეოთხე ბავშვები შეეცდებიან თვითშემოქმედებით(სიმღერით,ლექსით) წარმოადგინონ იავნანა
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ და გუნდურ მუსაობასკომპიუტერით ინფორმაციის მოძიებას, ეძლევთ მოტივაცია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა,რაც ხელს შეუწყობს მათი წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის ამაღლებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
11. შეფასება: ურთიერთშეფასება, მასწავლებლის შეფასება
12. ხელმძღვანელი: ნათელა დალაქიშვილი

13. ხელმძღვანელის ვებ-გვერდი: dalaqishvili1958@gmail.com

No comments:

Post a Comment